„ძველი კიმონო“ - ფილმის პრეზენტაცია

ძველი კიმონო“- ოლიმპიურ კომიტეტში, ამ სახელწოდებით, ქართული ძიუდოს ისტორიის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. ფილმი ორი სერიისგან შედგება და ის საქართველოში სპორტის ამ სახეობის დაარსებისა და განვითარების სახვადასხვა ეტაპს ასახავს. „ძველი კიმონო“ ძიუდოს კლუბების, ქართული „ბლექ თაიგერისა“ და ლატვიური „ლიდოს“ ერთობლივი პროექტია, რომელზეც ფილმის ავტორებმა მუშაობა 2016 წელს დაიწყეს.

„ძველი კიმონოს“ პრეზენტაციას, პარლამენტის თავმჯდომარე და სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები დაესწრნენ.