ძველი აფიშების უნიკალური კოლექცია 

ქართული აფიშების გაცოცხლებული ისტორია. ძველ საცავებსა და ფონდებში შენახული უნიკალური კოლექცია ციფრულ მატარებლებზე გადადის.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, რომ გასულ საუკუნეში გადაღებული ფილმებისთვის, სპექტაკლებისთვის, კონცერტებისა თუ გამოფენებისთვის ცნობილი მხატვრების მიერ შექმნილი საილუსტრაციო მასალები ეროვნული არქივის ვებ-გვერდზე დაათვალიეროს.

ციფრულ ფორმატში გადატანილ აფიშებს შორის კოკა იგნატოვის, დიმიტრი ერისთავის, გოგი ოჩიაურის და სხვა მხატვრების ილუსტრაციების მიხედვით შექმნილი უნიკალური აფიშებია. ეტაპობრივად მზარდი კოლექციის დათვალიერება ეროვნული არქივის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.