ძველ საბუთთა რესტავრაცია

მე-17-მე-18 საუკუნეებით დათარიღებულ უნიკალურ ისტორიულ დოკუმენტებს კონსერვაცია ჩაუტარდება.

მათ შორისაა ერეკლე მეფის ბეჭედდასმული ბრძანება და გიორგი მე-12-ის წყალობის წიგნი. ძველ საბუთთა საცავიდან სპეციალისტებმა რარიტეტული ხელნაწერები რესტავრაცია-კონსერვაციისთვის ლაბორატორიაში წაიღეს. სპეციალისტებს რთული სამუშაოების შესრულება მოუწევთ, რადგან ისტორიული საბუთები საკმაოდ შელახულია.