ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული
აგვისტოში ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული აღინიშნება. კვირეულის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ძუძუთი კვების მნიშვნელობასა და საქართველოში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ექიმების განმარტებით, ძუძუთი კვება ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებასა და ჯანსაღ ზრდა-განვითარებას უწყობს ხელს, ასევე სასარგებლოა დედის ჯანმრთელობისთვის.