ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული

21:37, 10.08.2026

საქართველოში ჩვილ ბავშვთა 93%-ზე მეტი დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში ექსკლუზიურად ბუნებრივ კვებაზეა – ასეთია ოფიციალური სტატისტიკა, რაც დადებითად ფასდება. თუმცა, როგორ იცვლება მონაცემები დაბადებიდან 5-6 თვის განმავლობაში – ზუსტი უახლესი სტატისტიკა არ მოიპოვება. სპეციალისტების ინფორმაციით, არსებობს არაერთი ფაქტორი, რის გამოც დედების გარკვეული ნაწილი შვილის საკუთარი რძით გამოკვებას ვეღარ აგრძელებს. ამ ფაქტორებს შორისაა თავად ქალების არასათანადო ინფორმირებულობა, დასაქმებული დედების გადატვირთული გრაფიკი და სხვა მიზეზები. ეს საკითხები განსაკუთრებით აქტუალური ხდება ყოველი წლის 1-7 აგვისტოს, როცა მთელს მსოფლიოში ძუძუთი კვების კვირეული აღინიშნება. წლევანდელ კამპანიას საქართველო ახალი პროექტებით ხვდება. მიზანი ჩვილებში ბუნებრივი კვების მაჩვენებლის გაზრდაა.

მსგავსი