ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ცნობიერების ამაღლების კამპანია
ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ცნობიერების ამაღლების კამპანიას, სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტი აქტიურად უერთდება. კამპანია „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, დღეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასო გამოკვლევები 40-დან 70 წლამდე ქალბატონებს ჩაუტარდათ. აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიურად არის ჩართული „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია.