რა კავშირი აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პრემიის დამფუძნებლისა და დინამიტის გამომგონებელ ალფრედ ნობელს ბათუმთან.
სწორედ ძმები ნობელების დამსახურებით გახდა საქართველოს ზღვისპირა ქალაქი ევროპაში ნავთობის სატრანზიტო გზა და 1883 წელს აშენდა ბაქო-ბათუმის რკინიგზა. ეს ყველაფერი საუკუნის შემდეგ ცოცხლდება ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში, სადაც ადრე ძმების ნავთობსამრეწველო ამხანაგობის სამუშაო ოფისი მდებარეობდა. რა ექსპონატებს, მასალებსა და ბათუმის ტექნოლოგიური განვითარების საინტერესო ისტორიას ინახავს მუზეუმი – მერაბ წულუკიძისა და ედნარ კოჩალიძის რეპორტაჟში ბათუმიდან.