ძმები ფეიქრიშვილების საქმე

18:27, 20.10.2026

პენიტენციური სამსახური ძმებ ფეიქრიშვილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თანამესაკნეების მხრიდან დავით ფეიქრიშვილზე არანაირ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ძმებ ფეიქრიშვილების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს უწყების დისკრედიტაციის მცდელობის გაგრძელებად და მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან. დღეს ოჯახის წევრებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ დავით ფეიქრიშვილი ვატო ყიფიანმა და სხვა პირებმა სცემეს, გიორგი ფეიქრიშვილმა კი ვენები გადაიჭრა. კლინიკა „ვივამედში“ აცხადებენ, რომ დავით ფეიქრიშვილი გუშინ კლინიკაში მრავლობითი დაზიანებით იყო გადაყვანილი.

მსგავსი