ძლიერმა შტორმმა ზღვის სანაპიროზე ხის ნარჩენები გამორიყა
ბათუმში ძლიერმა შტორმმა ზღვის სანაპიროზე დიდი რაოდენობით ხის ნარჩენები გამორიყა. აღნიშნულმა მასშტაბური დაბინძურება გამოიწვია. დასუფთავების სამსახური სრული მობილიზებით ახორციელებს სანაპიროს მოწესრიგებას. პროცესში ჩართულია ბათუმის მერიის ორგანიზაციების სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალა. სამუშაო პროცესში, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, რიგითი მოქალაქეებიც არიან ჩართული.