„ძლიერმა საქართველომ“ უსკო-ს სიების ჩახსნის მოთხოვნით მიმართა

15:20, 27.11.2024

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აჭარის უმაღლეს საბჭოს მანდატებზე უარს ოფიციალურად აცხადებს. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში სიის პირველმა ნომერმა, გენო თებიძემ სიის ჩახსნის მოთხოვნით აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა.

უსკო-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, კოალიციის განცხადებაზე გადაწყვეტილებას უმაღლესი საარჩევნო კომიიის თავმჯდომარე მიიღებს. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ პირველი ოპოზიციური პარტიაა, რომელმაც უსკო-ს სიის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.

 

მსგავსი