ძლიერმა ქარმა ქუთაისში პრობლემები შექმნა

12:02, 02.12.2018

ქუთაისის მერმა ჭავჭავაძის N49-ე კორპუსის მცხოვრებლებს გადასახური მასალა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მიუტანა.

ძლიერმა ქარმა აღნიშნული კორპუსი სახურავის გარეშე დატოვა.

სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობას გადასახური მასალა დაურიგდება, იმისთვის რომ დროულად მოხდეს ყველა დაზიანებული ბინისა თუ კორპუსის გადახურვა და მოსახლეობას ამინდის გაუარესებისას დამატებითი პრობლემები არ შეექმნას.

სამუშაოებს სრულად ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო აანაზღაურებს. რაც შეეხება კერძო სახლებს, მესაკუთრეებს გადასახურ მასალას გადასცემენ.

მსგავსი