ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ხაშურში

18:19, 14.12.2025

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა შიდა ქართლში. ხაშურში დაზიანდა საცხოვრებელი სახლებისა და ადმინისტრაციული შენობების სახურავები, წაქცეულია ხეები. ქარმა რამდენიმე სოფელში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის მილებიც. დილიდან ქალაქში მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

მსგავსი