ძლიერი წვიმით გამოწვეული პრობლემები ბათუმში

18:20, 09.08.2025

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები თითქმის სრულად აღმოფხვრილია. მერიის ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით გახსნილია ყველა ქუჩა და აღდგენილია ავტომობილების მოძრაობა, თუმცა რამდენიმე ლოკაციაზე წყლის ამოტუმბვის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ზღვაში გამსვლელი ყველა არხი კი გამტარუნარიანია.

ქუჩებში შეუფერხებლად გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ის უკვე მოსახლეობას სრულად მიეწოდება, წყალმომარაგება კი ეტაპობრივად აღდგება.

მსგავსი