ძლიერი წვიმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები
თბილისში ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მერიაში აცხადებენ, რომ პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახურის, მათ შორის გამგეობებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. „თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები გადანაწილებული არიან იმ პრობლემურ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა. სავალი ნაწილის გაწმენდა ღვარცოფის შედეგად ჩამოტანილი მიწისგან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მარიამ აფციაური აგრძელებს თემაზე მუშაობას – სად არის ახლა ყველაზე მწვავე მდგომარეობა და ზოგადად რა ზიანი მიადგა თბილისს წვიმის შედეგად?