უამინდობის შედეგები თბილსში

უამინდობამ, უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. მოქალაქეები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ფოტო და ვიდეომასალას, სადაც თბილისში ძლიერი წვიმის შედეგებია ასახული. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიასა და ბელიაშვილის ქუჩებზე ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა. სახურავი მოხადა მშენებარე კორპუსს. გმირთა მოედანზე კი საცხოვრებელი კომპლექსიდან მოწყვეტილი კონსტრუქცია მანქანას დაეცა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მერიის შესაბამისი სამსახურის განცხადებით, ტერიტორიებზე ახლა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და ამ დროისთვის შეფერხება თბილისის არცერთ ქუჩაზე არ არის.