ძლიერი წვიმა თბილისში / რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია

12:01, 21.07.2026

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექი და რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. ძირითადად ამ თემებზე ისაუბრა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა. კახა კალაძემ ძლიერი წვიმის შედეგებსა და იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რასაც თბილისის მერია შესაბამისის სამსახურების დახმარებით ახორციელებს. როგორც უკვე ცნობილია, გასულ ღამეს უხვი ნალექის გამო, თბილისში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. რაც შეეხება დედაქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაციის პროექტს, მერის თქმით, რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 23 ივლისის 00:00 საათზე დაიწყება. გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ყველა ტიპის სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

დესი ვარდოსანიძის ჩართვა #მოამბე

მსგავსი