ძლიერი წვიმა თბილისში

12:11, 15.08.2026

თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა – დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები „რუსთაველი“ და „ვაჟა-ფშაველა“. განსაკუთრებით დაიტბორა თამარაშვილის გამზირი. საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე გაზსადენი მილი დაზიანდა, რის გამოც მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამ წუთებში ქსელის აღდგენა მიმდინარეობს. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ გზებისა და ქუჩების მოსაწესრიგებლად შესაბამისი სამსახურები და რაიონული გამგეობები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.

მარიამ აფციაური მუშაობს თემაზე და ბოლო მონაცემებს პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს – უფრო კონკრეტულად, რა პრობლემები შექმნა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში?

მსგავსი