ძლიერი წვიმა ქობულეთში  

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქობულეთში.

დაიტბორა რკინიგზის სადგურის მიმდებარე რამდენიმე ქუჩა, რის გამოც საავტობილო მოძრაობა შეაფერხდა. ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებშიც, კერძოდ დაიტბორა რუსთაველისა და ძველი საავადმყოფოს უბანში მდებარე 5 კერძო სახლის პირველი სართულები. მდგომარეობის შესასწავლად ადგილზე სპეციალური ჯგუფები გაგზავნეს.

დატოვე კომენტარი