ძლიერი სიცხეები ევროპაში

15:33, 20.08.2026

საფრანგეთში ივლისის სიცხეებს 1 243 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას გამოცემა „ფიგარო“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სიკვდილიანობის ეს მაჩვენებელი 3-დან 22 ივლისამდე პერიოდში დაფიქსირდა. ჯამში, მიმდინარე ზაფხულში, ძლიერ სიცხეებთან დაკავშირებული მიზეზების გამო, საფრანგეთში, სულ მცირე, 7 300 ადამიანი დაიღუპა. მაღალმა ტემპერატურამ სხვა ევროპულ ქვეყნებზეც იმოქმედა. გერმანიაში სიცხეებს თითქმის 10 000 ადამიანი ემსხვერპლა, ბელგიაში კი – ივნისისა და ივლისის დასაწყისის სიცხის ტალღას 2 000-ზე მეტი გარდაცვალება უკავშირდება.

მსგავსი