ძლიერი სეტყვა მარტვილში

ძლიერმა სეტყვამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა დიდი ჭყონისა და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა. განადგურებულია სიმიდის ყანები, ხეხილი, თხილის ფართობები და ვაზი.

შექმნილ ვითარებას ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე და მარტვილის მერი გაეცნენ. უკვე შექმნილია სტიქიის შედეგების დამდგენი კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს ითვლის.