„ძლიერი საქართველოს“ წევრის განცხადება

„ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ვატო სურგულაძემ აქციების დაშლის დროს გამოყენებულ მომწამლავ აირებზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მან რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია აქციების დროს გამოყენებული ნივთიერებების შემადგენლობაზე, რაზეც სურგულაძის თქმით, პასუხი არ მიუღია. „ძლიერი საქართველოს“ წევრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია პროტესტის დაშლის დროს გამოყენებულ საშუალებებთან დაკავშირებით.