„ძლიერი საქართველოს“ წევრების ბრიფინგი

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრთან, გულიკო ზუმბაძესთან ერთად ბრიფინგი გამართა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ლილოში მდებარე ნაგავსაყრელი საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. ალეკო ელისაშვილის თქმით, ჯერ კიდევ  2014 წელს უნდა მომხდარიყო ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება და ინფრასტრუქტურის მოწყობა. ნაგავის გადამამუშავებელი ქარხნის დაპირება, არაერთხელ გასცა კახა კალაძემაც, თუმცა დღემდე არაფერი არ აშენებულა. ელისაშვილი კორუფციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ „მოსახლეობის ჯიბიდან მილიონობით ლარია“ მოპარული.