„ლელო - ძლიერი საქართველოს“ განცხადება

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა ჩერქეზიშვილმა წერეთლის გამზირზე არსებული საპარკინგე სადგომები მოინახულეს. ისინი დედაქალაქში პარკირების პრობლემაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მერიამ 2018 წლიდან დღემდე, პარკინგის სხვადასხვა ჯარიმის სახით მოქალაქეებისგან, ჯამში, 130 მილიონი ლარი მიიღო. ელისაშვილის თქმით, კახა კალაძემ არც წლების წინ გაცემული დაპირება შეასრულა და თბილისში, 10 ლოკაციაზე, მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე სადგომების აშენების ნაცვლად, ჯარიმების თანხები პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. კოალიციის წევრები არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე საპარკინგე სადგომების აშენებასთან ერთად, არსებული ჯარიმების ოდენობის შემცირების პირობას დებენ.