„ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს

15:26, 16.09.2025

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა – ალეკო ელისაშვილმა და ვატო სურგულაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილით მიმართეს. როგორც მათ უწყებასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რუსეთის მიერ ძებნილმა საქართველოს მოქალაქემ, გიორგი კინოიანმა, რომელიც უკრაინაში მოხალისედ იბრძოდა, სომხეთის საზღვარი გადაკვეთა და ახლა პატიმრობაშია. ოპოზიციონერი ლიდერები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვენ განმარტებას, თუ რა ნაბიჯებს დგამს უწყება იმისთვის, რომ კინოიანი რუსეთს არ გადაეცეს. ელისაშვილმა და სურგულაძემ ასევე უკრაინაში ნამსახურები ქართველი მებრძოლების დაცვის მექანიზმების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.

მსგავსი