„ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა თაბუკაშვილის N 25 ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართეს. კუპრაძის, ხვედელიანისა და ელისაშვილის ინფორმაციით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობას, სადაც ამჟამად 5 ოჯახი ცხოვრობს, მე-4 კატეგორიის ავარიული ხარისხის სტატუსი აქვს მინიჭებული. მათივე ინფორმაციით, მცხოვრებლების ნაწილი შენობიდან გასვლას არ აპირებს და მერიის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციაზე უარს ამბობს. აღნიშნულის მიზეზები კი პოლიტიკოსებმა თავად ადგილობრივებისგან მოისმინეს, მათი მხრიდან გაიცა დაპირებებიც. „ძლიერი საქართველოს“ წევრები დედაქალაქის მერიას გულგრილობაში ადანაშაულებენ.