კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები აშშ-ში მცხოვრებ მეღვინეებსა და ქართველ ემიგრანტებს შეხვდნენ.
ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა მოქალაქეებთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს და ერთმანეთის პოზიციები გაიზიარეს. ემიგრანტებმა ოპოზიციას მოუწოდეს, ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც მომდევნო დღეებში ამერიკაში გაიმართება, ვრცლად ისაუბრონ აქციის დროს დაკავებულ მოქალაქეებზე. გავრცელებული ინფორმაციით, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ხვალიდან შეხვედრებს კონგრესში და სენატში გამართავენ.