მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ირაკლი მილაძე, რომელიც დღემდე კასპში „ძლიერი საქართველოს“ ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მოწოდების შემდეგ, ის დაკავებულ პოზიციას და კოალიციას ტოვებს.
„ჩემთვის დისკუსიის გახსნაც იგივეა, რაც არჩევნებში გასვლა. თუკი ვფიქრობ, რომ ამ აბსურდულ არჩევნებში გასვლა მოღალატეობრივია, ვერ გავმართავ დისკუსიას, შეიძლება თუ არა, ვიყო მოღალატე. სწორედ ამიტომ, მრავალი ადამიანური და პოლიტიკური განსხვავებებისა, მე ვეღარ ვიქნები ამ გუნდში და ვტოვებ კასპის „ძლიერი საქართველოს“ ხელმძღვანელის პოზიციას“, – წერს ირაკლი მილაძე.