„ძლიერი საქართველოს“ განცხადება

„ლელო – ძლიერი საქართველო“ ნაძალადევის რაიონში, მე-11 საჯარო სკოლის შენობის დაუსრულებელ მშენებლობაზე საუბრობს. ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, აღნიშნული სკოლის მშენებლობა გასული წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო და მიმდინარე წელს ამ სკოლას მოსწავლეები უნდა მიეღო, თუმცა, მხოლოდ ერთი სართულია აშენებული. ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, მოსწავლეების სხვა სკოლებში ტრანსპორტირება 4 მილიონი ლარი დაჯდა, ამ მომსახურებას კი ჩერქეზიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული კომპანია ახორციელებს.