„ძლიერი საქართველო – ლელო“ სოფელ ერისიმედში

15:15, 21.07.2026

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე პარტიის ლიდერებთან, ფიქრია ჩიხრაძესთან და ოთო ფარულავასთან ერთად, კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფელ ერისიმედში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მათი თქმით, სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, მათი ყოველდღიური ცხოვრების მთავარი გამოწვევა მდინარის ადიდებაა, რომელიც ყოველი ძლიერი ნალექის შემდეგ კალაპოტიდან გადმოდის, აზიანებს სოფლის ერთადერთ დამაკავშირებელ გზას და იტბორება საცხოვრებელი სახლები და ეზოები. როგორც „ლელოს“ წევრები განმარტავენ, ეს პრობლემა წლებია გრძელდება, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი და გრძელვადიანი პრევენციული ღონისძიებები დღემდე არ განხორციელებულა.

მსგავსი