ძლიერი ქარის გამო ბათუმის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს

15:16, 04.01.2026

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის გამო ოთხი რეისი გაუქმდა, სამი კი – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გადამისამართდა. ამ დროისთვის ბათუმში ძლიერი ქარია, რის გამოც ზოგიერთი თვითმფრინავი დაჯდომას ვერ ახერხებს. ფრენების აღდგენისა და სხვა რეისების საკითხი ამინდსა და ავიაკომპანიებზეა დამოკიდებული.

მსგავსი