ძლიერი ქარი ქუთაისში

უბედური შემთხვევა ქუთაისში. ქალაქის ცენტრალურ ბაღში ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა.

დაშავებული სასწარაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.