ძლიერი ქარი ქუთაისში

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ქუთაისში.

რამდენიმე ქუჩაზე წაიქცა მრავალწლიანი ხეები. მომხდარის შედეგად ცენტრალურ პარკთან ერთი ადამიანი დაშავდა. ექიმები აცხადებენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამსახურდიას ქუჩაზე კი ხის დაცემის შედეგად ერთი ავტომობილი დაზიანდა, საბედნიეროდ მასში არავინ იჯდა. ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა კადეტთა ლიცეუმის ყაზარმულ შენობას.

ქუთაისის მასშტაბით მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის და დასუფთავების სამსახურის თანმშრომლები. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს რამდენიმე რაიონში. სტიქიამ ზიანი მიაყენა აბაშის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტებს. აბაშაში ქარმა პირველ საჯარო სკოლას და სოფელ მადანში საბავშვო ბაღს სახურავი გადახადა. სახურავის გარეშე დარჩა რამდენიმე სახლი  ხობსა და ჭალადიდში. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებს, ახუთსა და ლესიჭინეს არ მიეწოდება ელექტროენერგია. დაზიანდა გადამცემი ხაზები.  ელექტროენერგია არ მიეწოდება ზუგდიდი, მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, სამეგრელოში უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ქსელის აღსადგენად კომპანია ამ წუთებშიც მუშაობს.