ძლიერი ქარი გორში

ძლიერმა ქარმა გორში რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. შემთხვევის შედეგად ერთმა ადამიანმა მცირე დაზიანება მიიღო და მას ადგილზევე გაეწია სამედიცინო დახმარება. ჩამოვარდა მეოთხე საჯარო სკოლის სპორტ დარბაზის სახურავის ნაწილი. სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს მერია შეისწავლის. ადგილზე ვითარებას გაეცნო გორის მუნიციპალიტეტის მერი.