ძლიერი ქარი დედაქალაქში

დიღმის მე-3 კვარტალში, ძლიერი ქარის შედეგად, ხე ხუთ ავტომობილს დაეცა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების თქმით, მათ მერიას ხეების მოჭრის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათივე ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ ყოფილა. დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ ავტომობილები დაზღვეული არ ჰყავდათ.

შემთხვევის ადგილზე დღეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დიღმის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი შარაშიძე მივიდა, რომელმაც მომხდარზე პასუხისმგებლობა დედაქალაქის მერს დააკისრა.