ძლიერი ქარი დედაქალაქში – სალიკვიდაციო სამუშაოები

18:14, 20.09.2025

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა დედაქალაქშიც. თბილისის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე რაიონში, განსაკუთრებით ვაკეში, საბურთალოზე, დიდუბეში, გლდანისა და სამგორის რაიონებში ხეებია წაქცეული. სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და მასში თბილისის რაიონების გამგეობები და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები არიან ჩართული. ასევე მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.

მსგავსი