ძლიერი ქარი დასავლეთ საქართველოში

12:08, 11.01.2023

ქუთაისში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა – სტიქიის გამო, რამდენიმე ხე წაიქცა და დაზიანდა სახლების სახურავები. ამოქმედებულია მერიის ცხელი ხაზი, ხოლო ქალაქში არსებულ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მუშაობენ სპეციალური ჯგუფები. პარალელურად, მიმდინარეობს ზარალის აღწერა.

 

მსგავსი