ძლიერი ქარი ბათუმში

ბათუმში ძლიერი ქარის გამო დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მეორე დაზარალებულს კი შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.

შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა, სადაც ორ მოქალაქეს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი დაეცა. სახლების სახურავების გარდა ქარმა რამდენიმე ავტომანქანაც დააზიანა. დღის მეორე ნახევარში საგანგებო სიტუაციების სამსახურში გამოძახებების მაჩვენებელმა მკვეთრად იმატა.

ჩართვა ბათუმიდან, მერაბ წულუკიძე მოგვაწვდის ამ დროისთვის არსებულ ინფორმაციას.

 

დატოვე კომენტარი