ძლიერი ქარი ბათუმში

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე „ორბის“ მშენებარე კორპუსიდან ამწესა და სხვა დამხმარე კონსტრუქციის ნაწილი ჩამოვარდა, რის გამოც მიმდებარედ განთავსებული ათზე მეტი ავტომანქანა დაზიანდა. მეპატრონეები მშენებლობის წესების დარღვევებზე საუბრობენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

ძლიერი ქარის შედეგად, ორი ავტომანქანა დაზიანდა ყაზბეგის ქუჩაზეც. არსებული ინფორმაციით, ქარის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილები მოინახულა ბათუმის მერმა. მისი განცხადებით, ქალაქში ძლიერმა ქარმა ათ ლოკაციაზე შექმნა პრობლემა, დაზიანებულია სახურავები და მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.