ძლიერი მიწისძვრა თურქეთში

36 გარდაცვლილი და 1600-ზე მეტი დაშავებული – ასეთია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები. სტიქიიდან ორი დღის შემდეგ, არ წყდება სამაშველო-სამძებრო სამუშაოები. საგანგებო სამსახურებმა ნანგრევებიდან 50-მდე ადამიანის ამოყვანა შეძლეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ დანგრეულ შენობებში კიდევ რჩება ხალხი. ორი დღეა, აღმოსავლეთ თურქეთში განმეორებითი ბიძგებია, რის გამოც, ადგილობრივები სახლებში დაბრუნებას ვერ ბედავენ.