ძლიერი ხანძარი ოკუპირებულ აფხაზეთში

ისევ რთული მდგომარეობაა ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც რამდენიმე დღის წინ გაჩენილი ხანძრის კერები კვლავ აქტიურია. სავარაუდოდ, ამ დროისთვის უკვე განადგურებულია ასობით ჰექტარი. ყველაზე მძიმე ვითარება გაგრაშია, სადაც ტყის მასივი იწვის, ადგილობრივი ძალებით კი, ხანძარს ვერ უმკლავდებიან.  დე ფაქტო მთავრობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დახმარებაზე ისევ უარს ამბობს.