ძლიერი გვალვა იტალიაში

18:26, 10.07.2022

იტალიაში ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვაა. ქვეყნის ყველაზე დიდი მდინარე შრება, ხუთ რეგიონში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული. ათ მუნიციპალიტეტში შეზღუდვები დაწესდა წყლის მოხმარებასთან დაკავშირებითაც. მდინარის დაშრობამ რიგ რეგიონებში მოსავლის განადგურება გამოიწვია. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი პროცესები მომავალში უჩვეულო აღარ იქნება და იტალიის მოსახლეობას ამასთან შეგუება მოუწევს.

მსგავსი