ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

ამ წუთებში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს. პრეზიდენტობის მსურველი სულ ხუთი კანდიდატი იყო, თუმცა, ოთხმა მათგანმა კანდიდატურა მოხსნა და პოსტისთვის ახლა მხოლოდ ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ათაბეგაშვილი იბრძვის.

გეგი კიკაბიძე დეტალებით.