ძიუდო 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

2029 წელს თბილისში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, ბუდაპეშტში ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სპორტის მინისტრმა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მოაწერეს. თბილისი მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. ეს გადაწყვეტილება, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, თბილისის გრანდ სლემის გახსნის ცერემონიაზე ოფიციალურად დაადასტურა.