ძირითადი ცვლილებები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტში
  1. დეკრიმინალიზაციის კანონპროექტით, პირი, თუ მას ნარკოტიკის მხოლოდ „დღიური დოზა“ ექნება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან უნდა გათავისუფლდეს.
  2. ნარკოტიკის მოხმარება რჩება დასჯადი, თუმცა, დადგენილი ოდენობის ფარგლებში დასჯის ფორმა იქნება ადმინისტრაციული და არა საპატიმრო.
  3. გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ სასჯელზე სასამართლოს ნაცვლად სპეციალური კომისია მიიღებს.
  4. კანონპროექტის მიხედვით, ნარკოდანაშაულს გაუტოლდება სააფთიაქო ნარკომანია.
  5. ჩამოყალიბდება მკურნალობისა და პრევენციის სამედიცინო და საგანმანათლებლო სერვისები.
  6. ხელახლა უნდა განისაზღვროს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებიბის დოზები, რომელზეც შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება.