ძეგლების მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთში

სოხუმში, ბიჭვინთასა და გუდაუთაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე ისაუბრეს მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისთვის” წარმომადგენლებმა.

მათი ინფორმაციით, გრძელდება ძეგლების განადგურების ფართომასშტაბიანი პროცესი. აღინიშნა, რომ გალისა და ოჩამჩირის რაიონების შემდეგ, სექტემბერში, სოხუმში, გულრიფშში, გუდაუთასა და ბიჭვინთაში არსებული ძეგლების მდგომარეობის, ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება შეძლეს, რაც მედიის წარმომადგენლებსაც გააცნეს.