ძებნილი სამუშიას საქმე  

როგორ აღმოჩნდა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული პირი საქართველოს საზღვრებს გარეთ – „მოამბე“ განაგრძობს გიორგი სამუშიას საქმეზე მუშაობას.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, სასამართლოდან და სამართალდამცავი უწყებებიდან ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე – როგორ მოახერხა 2015 წელს მოქალაქის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულმა პირმა საზღვრის გადაკვეთა და ვის ევალებოდა მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულება, რომლის მიხედვით, სამუშიას პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩამორთმეული უნდა ჰქონოდა.

ამ თემით „მოამბე“ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გირაოთი გათავისუფლებული შსს-ს ყოფილი თანამშრომელი ბელგიის ქალაქ ლიეჟში გამართულ შეხვედრაზე მივიდა.

კითხვებს დღეს თავად სამუშია პასუხობს. თუმცა მისი მონაყოლი კიდევ უფრო მეტ შეკითხვას და ეჭვს აჩენს.

ნოდარ ჩაჩუა განაგრძობს საუბარს.

 

 

დატოვე კომენტარი