სასამართლო არასრულწლოვნის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის ძებნილი ამერიკის მოქალაქის ექსტრადიციასთან დაკავშირებით მსჯელობს. სხდომა ბათუმში მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, შესაბამის უწყებებთან პარტნიორობის საფუძველზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, ის ბათუმში დააკავა.
ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოთხოვნილი ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა დაკავებული პირის კუთვნილი ნივთები, მათ შორის, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, პორტატული კომპიუტერები და სხვადასხვა სახის სპეციალური დანიშნულების ელექტრო ტექნიკა.
დაკავებული პირის მიმართ განხორციელდება სამართლებრივი მოქმედებები აშშ-ში მისი შემდგომი ექსტრადირებისა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების გადაცემის მიზნით.