ძარცვა ლუვრის მუზეუმში

ლუვრის მუზეუმში ძარცვა მოხდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ნიღბიანმა პირმა ნაპოლეონის კოლექციიდან სამკაულები მოიპარა. ინფორმაციას ადასტურებს ქვეყნის კულტურის მინისტრი და ამბობს, რომ მუზეუმის მიმდებარედ ძვირფასი ქვაა ნაპოვნი, რომელიც მძარცველებს სავარაუდოდ გაქცევისას დაუვარდათ. ძარცვა მუზეუმის გახსნის დროს მოხდა. ლუვრში ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.