პარიზში სამეფო გვირგვინებს და უნიკალურ ძვირფასეულობას ეძებენ.
ლუვრის ძარცვის საქმე ამ დრომდე გაუხსნელია. ოთხკაციანი დანაშაულებრივი ჯგუფის კვალს ჯერ ვერ მიაგნეს. აპოლოს გალერეიდან მოპარულია ათეულობით უძვირფასესი სამკაული და სამეფო კარის ძვირფასი ნივთები. ხელოვნების ნიმუშებს შორის იყო ნაპოლეონ მესამის მეუღლის გვირგვინი – ბრილიანტის ქვებით მოჭედილი რელიკვია, რომელიც დამნაშავეებს სამუზეუმო სივრცეშივე დაუვარდათ. ძარცვა ამწის გამოყენებით და გაქცევა მოტოციკლეტებით – მუზეუმში საგამოძიებო მოქმედებები ჯერ ისევ მიმდინარეობს. განიხილება რამდენიმე ვერსია.