ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების წარმატება

წარმატებული ასპარეზობიდან ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.

15 და 17 წლამდე სპორტსმენებმა კონტინენტის პირველობაზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს. 13 მონაწილიდან მედლის აღება ყველამ შეძლო. 17 წლამდე ასაკის ათლეტთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო 15 წლამდე ასაკის სპორტსმენთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საპატიო მესამე ადგილზე გავიდა.